წერილში ეწერა, რომ უნივერსიტეტში იყო ბომბი, რომელიც 48 საათში აფეთქდებოდა - რექტორი

31 ივლისი 2019, 19:10 2359 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში ამბობს, რომ ელექტრონულ ფოსტაზე წერილი მიიღეს, რომელიც რუსულ ენაზე იყო დაწერილი. 

შეტყობინების ავტორი წერდა, რომ შენობაში იყო ბომბი, რომელიც 48 საათის განმავლობაში აფეთქდებოდა. 

მერაბ ხალვაშის განცხადებით, რეაგირება მყისიერად მოხდა და სამართალდამცველებს აცნობეს. 

უმაღლეს სასწავლებელში სალექციო პროცესი დასრულებულია, ამიტომ შენობაში მხოლოდ ადმინისტრაციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.  

''დაახლოებით ორი საათის წინ შემოვიდა. რუსულ ენაზე იყო წერილი. ეწერა, რომ შენობაში ბომბი იყო და 48 საათის განმავლობაში აფეთქდებოდა. სამართალდამცველებს გადავუგზავნეთ შემოსული შეტყობინება. სასწავლო პროცესი აღარ არის და შესაბამისად, სტუდენტები ადგილზე არ იმყოფებოდნენ. ადმინისტრაციის თანამშრომლებს კი შენობა ოპერატიულად და ორგანიზებულად დავატოვებინეთ,'' - ამბობს რექტორი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული აქტის მუქარას გულისხმობს.

მსგავსი შეტყობინება უნივერსიტეტში 2 წლის წინაც შევიდა. მოგვიანებით პოლიციამ დაადგინა, რომ ცრუ განგაში იყო.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი