აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფერმერთა დასახმარებლად 5 მრავალფუნქციური ტრაქტორი შეიძინა. ტექნიკა 5-ვე მუნიციპალიტეტს მოემსახურება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, იგი გამოიყენება, როგორც სახნავ-სათესისთვის, ისე ბაღ-ვენახების შესაწამლად და ბალახის დასაპრესად. ფერმერებს ნახევარი ჰექტარი ბაღის შეწამვლა 50 ლარი დაუჯდებათ.