შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა იანვრიდან დღემდე 21 კილოგრამი "ჰეროინი", 7000 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 3200 აბზე მეტი "ექსტაზი", 8.8 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილო და 900 გრამი კოკაინი და 900 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები ამოიღეს.
4 მსხვილი ნარკორეალიზატორი პოლიციამ, რამდენიმე დღის წინ დააკავა. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი.
შსს-ს ინფორმაციით, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტიც აღიკვეთა. 27 ივლისს, სამართალდამცველებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სამხრეთ აფრიკის მოქალაქე დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას 20 კილოგრამი „მარიხუანა“ ამოიღეს.