შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავა, მათ შორის 4 მსხვილი ნარკორეალიზატორია. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ასაღებდნენ.
''სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან რამდენჯერმე განახორციელეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა. ასევე, მათი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ასევე, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ფონიჭალაში დაკავებულია წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი პირი. 1989 წელს დაბადებული ა. მ.-ს პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული ნივთიერება, ჰეროინი. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს'' - განაცხადეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე.