ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატები კი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. ირაკლი ოქრუაშვილის უფლებადამცველი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობაში დატოვების რეალური საფუძველი არ არსებობს.
ადვოკატი იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო საჩივარს დააკმაყოფილებს. მამუკა ჭაბაშვილის თქმით, საქმიდან გამომდინარე, არ არის მიმალვის ან ვინმეზე ზემოქმედების მოხდენის საშიშროება. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 27 ივლისს შეეფარდა. იგი 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს.