თორნიკე რიჟვაძე - დესტრუქციული ძალების მოქმედების გამო  რეგიონში ტურისტების ნაკადი შემცირდა

28 ივლისი 2019, 12:15 2009 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, დესტრუქციული ძალების მოქმედების გამო, რეგიონში ტურისტების ნაკადი შემცირდა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, პრობლემები შეექმნა როგორც საოჯახო ტიპის სასტუმროებს ასევე მათ ვისაც სეზონური სესხი ჰქონდა აღებული. მის თქმით, მთავრობის მიზანია კერძო სექტორს, კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს.

აჭარის მთავრობის მეთაურმა, ბათუმის ახალ ბულვარში სამი საინვესტიციო პროექტი დაათვალიერა, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 150 მილიონია. მშენებლობებზე კი 1000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი