ელგუჯა ბაგრატიონი ოზურგეთის პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს

28 ივლისი 2019, 12:35 1987 ნახვა

უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი, ოზურგეთის პოლიციაში 12 საათისთვის დაიბარეს. ოპოზიციის განცხადებით, დეპუტატს ბრალს წარუდგენენ.

მათი ინფორმაციით, ელგუჯა ბაგრატიონს ბრალად ედება, შეკვეთილში მიმდინარე აქციის დროს ბიძინა ივანიშვილის სახლის სათვალთვალო კამერის დაზიანება. ოზურგეთის პოლიციის სამმართველოსთან ელგუჯა ბაგრატიონის მხარდამჭერებიც იკრიბებიან, ისინი აქციის გამართვას გეგმავენ.

შსს-ს ინფორმაციით საქმე ეხება 2019 წლის 5 ივლისს ''ურეკი რეზიდენცის'' კუთვნილი ვიდეო სამეთვალყურეო კამერის დაზიანების ფაქტს. პროკურატურის მიერ ელგუჯა ბაგრატიონისთვის ბრალის შესახებ დადგენილება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით არის წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ოზურგეთის პოლიციის დეპარტამენტში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაჰრატიომო  ბრალის  გაცნობის მიზნით დაიბარეს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი