ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს

28 ივლისი 2019, 11:10 2022 ნახვა

ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ საღამოს შეეფარდა. ირაკლი ოქრუაშვილი, 3 დღის წინ, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. გარდა ამისა, ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი