ცვლილებები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის - ცოტა ხნის წინ შევიდა ძალაში ბინადრობის შეცვლილი რეგულაციები. საუბარია შრომით, საინვესტიციო და მოკლევადიან ნებართვებზე. ბიზნესის კეთების, ან საქართველოში ცხოვრების მსურველი მოქალაქეებისგან საქართველოს ხელისუფლება გარკვეულ გარანტიებს ითხოვს. ბიზნესმენები, მათ შორის თურქეთიდან კი დამაბრკოლებელ გარემოებებზე საუბრობენ.
ამასთან კიდევ ერთ შემაფერხებელ ფაქტორად, ოღონდ ძირითადად ტურისტებისთვის სახელდება თურქეთის მიერ ახლახან მიღებული გადაწყვეტილება. თურქეთის მოქალაქეებს საკუთარი ქვეყნის საზღვრის კვეთა გაუძვირდათ - მოსაკრებლის სახით მათ 1 აგვისტოდან 15-ის ნაცვლად, 50 ლირის გადახდა მოუწევთ.