შემოდგომიდან ბათუმის გარკვეულ უბნებში, საათობრივი ფასიანი პარკირება ამოქმედდება 

25 ივლისი 2019, 13:59 2185 ნახვა

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, რამდენიმე თვეში ნავსადგურის ტერიტორიაზე და კათოლიკური ეკლესიის მიმდებარედ, საათობრივი ფასიანი პარკირების სისტემა ამოქმედდება.

მოქალაქეები, რომლებიც ავტომობილს აღნიშნულ ლოკაციებზე გააჩერებენ თანხას გადაიხდიან. 

სავარაუდოდ, შეღავათებით ისარგებლებენ ის მძღოლები, რომლებიც ფასიანი პარკირების სივრცეში ავტომობილს 5 ან 10 წუთით გააჩერებენ. 

ბათუმის საქალაქო ტრანსპორტის სამსახურის უფროსი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობს, რომ მომავალი წლიდან საათობრივი პარკირების სისტემა, ქალაქის ცენტრალურ ნაწილსაც შეეხება.

გადასახადი ჭავჭავაძის ქუჩიდან რუსთაველის ჩათვლით ყველა ქუჩას და ჯავახიშვილისა და კ.გამსახურდიას ქუჩებს შორის არსებულ ყველა მონაკვეთში დაწესდება.

პირველ ეტაპზე კი საცდელად ორი ლოკაციაზე შეარჩიეს. მერიაში ვარაუდობენ, რომ ახალ სისტემაზე შემოდგომაზე გადავლენ. მანამდე ტერიტორიებზე სპეციალური ნიშნულები და ინფრასტრუქტურა მოეწყობა. დაიდგმება აპარატები, სადაც მძღოლები თანხას გადაიხდიან.

''ნავსადგურთან, კაფე სანაპიროს მიმდებარედ პარკირების საკმაოდ დიდი ადგილია და ასევე კათოლიკურ ეკლესიასთან. ჯერ-ჯერობით ამ ორ ლოკაციაზე შევჩერდით. თუ გაამართლებს, შემდეგ უკვე ქალაქის ცენტრალურ ნაწილშიც გადმოვალთ. თბილისის მერიასთანაც გვაქვს მოლაპარაკებები, ისინი 1 აგვისტოდან გადადიან საცდელად ახალ სქემაზე. ასევე, აპლიკაციასთან დაკავშირებით გვაქვს კონსულტაციები, როგორ უნდა მოხდეს გადახდა. შეიძლება იგივე სისტემა დავნერგოთ ჩვენც. გვინდა გადახდა იყოს მობილური ტელეფონით და ასევე სწრაფი გადახდის აპარატებში,'' - ამბობს ემზარ ქავჟარაძე.

მერიაში განმარტავენ, რომ კონკრეტული ქუჩის მცხოვრებლებს პარკირებისთვის, დამატებითი შეღავათები დღის განმავლობაშიც ექნებათ, თუმცა დეტალები ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის.

''რაღაც შეღავათებიც გვინდა დავაწესოთ მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც ფასიანი პარკირების ადგილთან ასი მეტრის რადიუსში ცხოვრობენ. ახალ სქემაზე, რომ გადავალთ რეესტრიდან მოქალაქეების მონაცემებს ამოვიღებთ, ვიმუშავებთ ამ მიმართულებით. ალბათ რაღაც მანიშნებელი ექნება, განსხვავებული ნიშანი ავტომობილზე, რომ გავარჩიოთ იქ მაცხოვრებელია თუ არა. ინტენსიურად ვმუშაობთ და ვნახოთ რა გამოვა'' - აცხადებს ბათუმის საქალაქო ტრანსპორტის სამსახურის უფროსი. 

ბათუმის მერიამ ქალაქში ავტომობილების მოძრაობის განტვირთვისთვის, პარკირების ახალ სისტემაზე გადასვლა გასულ წელს დააანონსა. 

რა ეღირება ერთი საათის განმავლობაშ ქალაქის ცენტრში პარკირება ამ ეტაპზე უცნობია, რადგან ფასი საკრებულომ უნდა განსაზღვროს, თუმცა არსებული გამოცდილებით, თბილისის მოედანზე, მანქანის ერთი საათით პარკირება 1 ლარია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი