„არსიანის“ გასტროლი ბულგარეთში

25 ივლისი 2019, 12:19 3218 ნახვა

აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური  ანსამბლის  მომღერალთა გუნდი და მოსამზადებელი ქორეოგრაფიული ჯგუფი  ბულგარეთში  მიემგზავრება. არსიანი მონაწილეობას მიიღებს  28-ე საერთაშორისო ფოლკორის  ფესტივალში „VARNA 2019”. ფესტივალისთვის დაიდგა სპეციალური პროგრამა.

რეპერტუარი   საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული სასიმღერო და  საცეკვაო ფოლკლორის  ნიმუშებითაა შედგენილი.  აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური  ანსამბლის  ქორეოგრაფიული დასი, 23 ივლისს,  პოლონეთში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო კონკურს ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი