ეს ყველაფერი ანაკლიის პროექტის შესაჩერებლად ხდება - მამუკა ხაზარაძე ბრალის წარდგენაზე

24 ივლისი 2019, 16:41 2344 ნახვა

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში მივიდნენ.

მამუკა ხაზარაძემ ჟურნალიტებს უთხრა, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ანაკლიის პროექტის გასაჩერებლადაა მიმართული. 

''სახელმწიფო მანქანა არ აჩერებს თავის მოძრაობას ჩვენს წინააღმდეგ, რომელიც წელიწადზე მეტია გრძელდება. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არის მიმართული ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად. ანალოგიური შემოტევა იყო იანვარში, ჩვენ 6 თვე ამ შემოტევამ მოგვაყენა ძალიან სერიოზული ზიანი. როგორც ბანკის აქციონერებს , ასევე ანაკლიის პროექტზე მოლაპარაკებას. 6 თვე დასჭირდა ამ პროცესის დასტაბილურებას, ინვესტორების უკან შემოტრიალებას. ჩვენს ხელახლა არჩვეას ლონდონში, აქციონერთა კრებაზე.

თქვენ იცით, რომ გუშინ ავირჩიეთ მშენებელი კომპანია, საეჭვოდ დაემთხვა ერთ-ერთი მინისტრის განცხადება, რომ პროგრესი არ არის. დღეს ვიღებთ ამ განცხადებას, ისევ ტელევიზიით, ისევ მსოფლიოს გასაგონებლად, ისევ იმისათვის, რომ მამუკა ხაზარაძეს კი არა, საქართველოს ფინანსურ ინტერესებს, ანაკლიის პროექტს'' - თქვა მამუკა ხაზარაძემ. 

თიბისი ბანკის დამფუძნებელი ამბობს, რომ პროკურატურაში მივა იმდენჯერ რამდენჯერაც დაიბარებენ. 

''არავის არ ეგონოს რამე გამაჩერებს ელემენტარულად, იმიტომ რომ ვარ მართალი, როგორც 12 წლის წინადელ საქმეში, ისე გუშინწინდელ საქმეში... მინდა ყველას ვუთხრა აქედან, დაწყნარდით ნუ ნერვიულობთ, ჩვენ გავაგრძელებთ მოძრაობას, იმიტომ რომ ეს საქართველო არის ჩვენი. ეს ქვეყანა უნდა გახდეს ძლიერი და თავისუფალი... ძალიან მრცხვენია, რომ ასეთი პროკურატურის და გამოძიების ხელში ვართ - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

თიბისი ბანკის საქმეზე მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურამ ბრალი დღეს, 24 ივლისს, წარუდგინა. 

საქმე ეხება ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი