პროცესი უნდა იყოს პოლიტიკისგან დაცლილი - ბიზნესომბუდსმენი ჯაფარიძე - ხაზარაძის საქმეზე

24 ივლისი 2019, 16:38 1515 ნახვა

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ფიქრობს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმე პოლიტიკისგან მაქსიმალურად დაცლილი უნდა იყოს.

"მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ პროცესი იყოს პოლიტიკისგან დაცლილი. რა თქმა უნდა, როდესაც ვსაუბრობთ გარკვეული ბიზნესმენების მიმართ გარკვეულ საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც ეს ბიზნესმენები მონაწილეობენ, ბუნებრივია, გარკვეული გავლენა ამ საქმესთან დაკავშირებით აღნიშნულ პროცესს ექნება. მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ არსებობს კითხვები გარკვეული სამართალდამცავი უწყებების მხრიდან, აუცილებლად უნდა დაისვას, პასუხები იქნეს გაცემული და ამ თემებთან დაკავშირებით გარკვეული შედეგი მოკლე ვადაში უნდა დადგეს"-განაცხადა საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ.

ჩაერთვება თუ არა ბიზნესომბუდსმენი პროცესში და დაუჭერს თუ არა მხარს სასამართლოს ეტაპზე ბიზნესმენებს? ირაკლი ლექვინაძემ განმარტა, რომ ეს  ბიზნესომბუდსმენის კომპეტენცია არ არის.

​ირაკლი ლექვინაძემ ანაკლიის პორტზეც ისაუბრა და თქვა, რომ მთავრობამ კვლავაც შეუფერხებლად უნდა გააგრძელოს ანაკლიის პორტის მხარდაჭერა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი