თითქმის ერთი საათია ირაკლი ოქრუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით დღეს იკითხება. პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი კითხვებს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხობს. 20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლებით მიმდინარეობს.
აღნიშნულ საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკვე გამოიკითხნენ წევრი გიგი უგულავა, გრიგოლ ვაშაძე, გია ბარამიძე და ხატია დეკანოიძე.