დავაკავეთ პირი, რომელმაც მოქალაქეს ქართული პირადობის მოწმობის აღებაში 7 000 დოლარი მოსთხოვა - საგამოძიებო სამსახური

22 ივლისი 2019, 10:16 1660 ნახვა

სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელიც ირანის რესპუბლიკის მოქალაქეს, ქართული პირადობის მოწმობის აღებაში დახმარებას დაპირდა და სანაცვლოდ 7 000 დოლარი მოსთხოვა. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მამაკაცი, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე აიყვანეს. 

''გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დაუკავშირდა ირანის მოქალაქეს, შევიდა მასთან ნდობაში და დაარწმუნა რომ სანაცნობო წრის მეშვეობით, შეეძლო დახმარებოდა მას საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის და პასპორტის ოფიციალურად მიღებაში, რაშიც მოითხოვა 7 000 აშშ დოლარი.

ბრალდებული დაკავებული იქნა მოთხოვნილი თანხის ნაწილის 440 ლარის აღების ფაქტზე'' - წერია საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი