რუსთავი 2-ის ჟურნალისტების შემოთავაზებაზე არ დავთანხმდით - პაატა სალია

21 ივლისი 2019, 16:14 2258 ნახვა

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, საზოგადოებრივი საბჭო ''რუსთავი 2''-ში არ შეიქმნება.

'' ჩვენ არ დავთანხმდით „რუსთავის 2“-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლების შეთავაზებას საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე, ძალიან მარტივი მიზეზის გამო, მსგავსი შემოთავაზება ვერ და არ შეიძლება იყოს რაიმეს გარანტი. მით უმეტეს იმ ფონზე რა შიშებიც შეიძლება ჰქონდეს იმ ჟურნალისტებს ვინც არიან დასაქმებულები არხზე.

ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე რომ ბორდის ჩამოყალიბებას სჭირდება გარკვეული დრო. მე ვფიქრობ რომ ამ  ბორდის ჩამოყალიბებაში და ტელეკომპანიის ეფექტურ მართვაში ამგვარ საბჭოს ექნება მხოლოდ და მხოლოდ შემაფერხებელი ეფექტი.

წერილობითი გარანტია არ არსებობს და არ არსებობს, მით უმეტეს, იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო შემოთავაზებული. ეს ვერ იქნება გარანტია იქიდან გამომდინარე, რომ იგივე სიტყვები, რაც იმ პუნქტში წერია, რომ შეიძლება მაღალრეიტინგული გადაცემის რეიტინგის შემცირება გამოიწვიოს და ა.შ. რეიტინგის შემცირება შეიძლება ბევრ ფაქტორზე იყოს დამოკიდებული და მერე ამას შეიძლება ათასი ინტერპრეტაცია მიეცეს. არ არის ეს ის ფორმა, რაც ჩვენს შორის უნდა იყოს ნდობის მოსაპოვებლად. ნდობის მოპოვება ერთ დღეში არ ხდება, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და მე ისიც ვუთხარი  თუ რაიმე სიმპტომი იქნება იმისა, რომ ვიღაც ცდილობს ჩარევას, ამის შესახებ ჩვენ უნდა ვისაუბროთ.'' -  განაცხადა ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ

 საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის საკითხზე "რუსთავი2"-ის ჟურნალისტებთან გაფართოებული შეხვედრა ცოტახნის წინ დასრულდა.  შეხვედრის შემდეგ პაატა სალიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„რუსთავის 2“-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა 19 ივლისს არხის ახალ მფლობელსა და დირექტორს სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის გარანტიები მოსთხოვეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში