საზოგადოებრივი საბჭო და სარედაქციო დამოუკიდებლობა

21 ივლისი 2019, 15:20 1111 ნახვა

საზოგადოებრივი საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა გუშინ დაანონსა, თემა კვლავ აქტუალურია, თუმცა ზუსტად უცნობია როდის შეხვდება პაატა სალია თანამშრომლებს. „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა ახალ მფლობელს და გენერალურ დირექტორს სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების სამ ნაწილიანი გეგმა შესთავაზეს.

„პირველი პუნქტი - მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან „რუსთავი 2“-ის საზოგადოებრივი საბჭო შექმნას  გულისხმობს, მეორე - საზოგადოებრივი საბჭოს შექმნამდე  ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებაზე მორატორიუმის   დაწესებას, მესამე  კი გულისხმობს,  არხის ახალმა  მენეჯმენტმა    აიღოს  ვალდებულება და  არ განახორციელოს რაიმე ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის არხის მაღალრეიტინგული გადაცემების მომზადებასა და ეთერში გაშვებას.

არ შეცვალოს იმ გასართობი გადაცემების წამყვანები და სარედაქციო გუნდი.    არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები და მედიაექსპერტები ამბობენ, რომ „რუსთავი 2-ს“ უნდა ჰქონდეს გარანტია, შეინარჩუნოს სარედაქციო დამოუკიდებლობა და ამის ერთ-ერთი ბერკეტი საზოგადოებრივი საბჭოს ფუნქციონირება იქნება, რომელიც ფორმალური არ უნდა იყოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი