დანომრილი ფურცლები - აქცია პარლამენტთან

21 ივლისი 2019, 12:25 1266 ნახვა

1 თვიანი აქცია პარლამენტთან უცვლელი მოთხოვნით. "დაგვთვალე ბიძინა"- გუშინ, პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს დანომრილი ფურცლები დაურიგეს.პირველი ნომრით იმყოფებოდა მაკო გომური, გოგონა რომელმაც 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლის დროს თვალი დაკარგა. პერფომანსით მათ "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მიმართეს და მას აქციის მონაწილეების დათვლისკენ მოუწოდეს. 

აქციაზე სიტყვით საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც გამოვიდა, მან „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებს მიმართა, იყვნენ მტკიცედ. აქციის მონაწილეების განმარტებით, დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან ე.წ ფლი მარკეტი გაიმართება, შემოსული თანხის ნაწილი აქციას მოხმარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში