აქცია და მსვლელობა ბათუმის მერიასთან. “დაიცავი ძველი ბულვარის“ საზოგადოება „ბათომის“ წევრებმა და სხვა რიგითმა ბათუმელებმა, რომლებიც რივიერას მშენებლობას აპროტესტებენ, აქციის შემდეგ მსვლელობით ბათუმის მერიასთან გადაინაცვლეს.
„საინიციატივო ჯგუფის წევრების -“ განცხადებით, „ბათუმის კონცხზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობაზე “სილქ როუდ ჯგუფს” მწვანე შუქი ქალაქის თვითმმართველობამ აუნთო და უგულებელყო ბათუმელების მოთხოვნა – შეენარჩუნებინა ქალაქისთვის ერთადერთი გადარჩენილი სივრცე, ზღვაზე გადასასვლელი.