აჭარის მუზეუმების თანამშრომელებს ტრენინგები უტარდებათ. განიხილავენ მათ ხედვებსა და მუზეუმების განვითარების გზებს, ე.წ. სტეიკქოლდერებთან ურთიერთობას - ანუ იმ ადამიანებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მუზეუმების განვითარებით. ასევე საუბარი იქნება დაფინანსების ალტენატიული წყაროების მოპოვებაზე. ვორქშოპი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ტრენინგი დღეს დაიწყო და 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.