მიკროავტობუსის გადაბრუნების შედეგად  დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა    

20 ივლისი 2019, 12:20 2047 ნახვა

ბათუმში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე  მომხდარი ავტოავარიისას   4  დაშავებულიდან   2 ''მედცენტრშია'' მოთავსებული,  2 კი  რესპუბლიკურ საავადმყოფოში. „მედცენტრში“ მყოფ 51 წლის ქალს სასწრაფო ოპერაცია, გუშინვე ჩაუტარდა და ამჟამად ინტენსიურ განყოფილებაში იმყოფება. მედიკოსების ინფორმაციით,   ქალს     ტრამვული დაზიანებები,მარცხენა ლავიწის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა აქვს. სტაბილურია  დაშავებული კაცის მდგომარეობა. 

გამოკვლევები უკვე ჩაუტარდათ  რეფერალურ საავადმყოფოში   მყოფ  დაშავებულებსაც.   მათ       სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრამვები   არ აღენიშნებათ. ავარიის დროს სამარშრუტო ხაზზე მოძრავი მიკროავტობუსის გადაბრუნდა, რომლითაც მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ. გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში