ხმაური იყო დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, რომელმაც მოჭიდავეები პატიმრობაში დატოვა. საქმე ეხება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2 მარტს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ფიზიკური დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაჭრეს, შსს-მ ფაქტზე 5 პირი დააკავა.
ახლობლებმა სასამართლოსთან აქცია გამართეს და რამდენიმე წუთით ქუჩაც გადაკეტეს. სიტუაცია პოლიციამ განმუხტა. დაკავებულების ახლობლები ბრალდებულების გათავისუფლებას მოითხოვენ, მათი მტკიცებით 4 თვის წინ მომხდარ ინციდენტში 20-მდე პირი მონაწილეობდა, თუმცა დაკავებულებს შორის მთავარი დამნაშავეები არ არიან. გამოძიება დაკავებულებს ხულიგნობას, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას, ასევე სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებას ედავება.