ინოვაციური ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი პროგრამის ,,სტარტაპ საქართველოს” გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია. ფინალში 51 საუკეთესო შეირჩა, რომელთაგან 20-მა პროექტმა გაიმარჯვა. მათ სერთიფიკატები და ,,სტარტაპ საქართველოს” სიმბოლო გადაეცათ. ჯამურად 720-ზე მეტი განაცხადი შევიდა. პროგრამის მაღალტექნოლოგიური კომპონენტის დახურვას პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დაესწრნენ.