კომპანია „ბათუმის წყალმა“ ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, ყოფილი ანგისის ქუჩის დასახლებაში ახალი წყალსადენის მილი მიაერთა. კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ დასახლებაში ახალი მშენებარე ობიექტების გამო წყლის მოხმარება გაიზარდა, რის გამოც მიწოდებული წყალი მოსახლეობას არ ჰყოფნიდა. პროექტის საერთო ღირებულება 31 ათასი ლარია.