კონგოში ებოლას გავრცელება საერთაშორისო დონის საფრთხედ გამოცხადდა - WHO

18 ივლისი 2019, 11:03 1866 ნახვა

ჯანდაცვის  მსოფლიო ორგანიზაციამ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას გავრცელება საერთაშორისო დონის საფრთხედ  გამოაცხადა. გაეროს ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ებოლას ეპიდემიამ, რომელმაც კონგოში იფეთქა, უკვე საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა. ეს ისტორიაში მეორე ყველაზე მომაკვდინებელი ინციდენტია, რომელმაც 1 660-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მაღალი რისკის მიუხედავად, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრების ჩაკეტვა აუცილებელი არ არის.

საერთაშორისო  ორგანიზაციები  მსხვილი დონორი ქვეყნების მხრიდან ებოლასთან საბრძოლველად  მეტი დაფინანსების გამოყოფის აუცილებლობაზე საუბრობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი