სასტუმროს ნომერში ტურისტმა ჩილიმი მოწია და განგაშის სიგნალი ჩაირთო 

18 ივლისი 2019, 10:23 5849 ნახვა

ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში უცხოელმა სტუმარმა ჩილიმს მოუკიდა, შენობაში განგაშის სიგნალი ჩაირთო.  შენობა დროებით ყველა სტუმარს დაატოვებინეს.  ადმინისტრაციამ კი დახმარებისთვის სახანძრო სამსახურს მიმართა. 

ძველ ბათუმში, შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო მანქანა მივიდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ განგაშის სიგნალი ჩილიმის გამო ჩაირთო. 

უცხოელი ვიზიტორი დააჯარიმეს და სასტუმრო დაატოვებინეს. 

სასტუმროს ადმინისტრაციის განცხადებით, ნომრებში თამბაქოს და ჩილიმის მოწევა აკრძალულია. ოთახებში კი შესაბამისი სტიკერებია გამოკრული.  

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი