6-ის ნაცვლად 5 ცათამბჯენი რივიერაზე

16 ივლისი 2019, 20:54 2143 ნახვა

ლაშა კომახიძე ამაყია ბათუმში დაგეგმილი ცათამბჯენების მშენებლობის გამო - ბათუმის მერი გვარწმუნებს, რომ ეს ეკონომიკურად და არქიტექტურულად ყველაზე ღირებული პროექტი იქნება, რაც კი ბათუმში აქამდე განხორციელებულა.

კომახიძეს მოსწონს იდეაც, პროექტიც, დაგეგმილი ინვესტიციაც და არ ფიქრობს, რომ ამ მშენებლობით ქალაქი ისტორიულ ტერიტორიას და იერსახეს დაკარგავს, არ ფიქრობს, რომ ამით რაიმე დაშავდება, არ ფიქრობს რომ შეცდომას უშვებს - პირიქით ფიქრობს რომ სასიკეთო საქმეს აკეთებს. როგორც ჩანს ასე ფიქრობს საკრებულოს უმრავლესობა და ოპოზიციის ნაწილი - დეპუტატებმა დღეს მხარი დაუჭირეს ბათუმის რივიერაზე ახლა უკვე 5 თაუერის მშენებლობისთვის გენერალური გეგმის შემუშავების დაწყებას.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი