აჩუქე სითბო - წითელი ჯვარი ბათუმში მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად აქციას მართავს. სლოგანია - მარტოობას აქვს გამოსავალი. აქციის ორგანიზატორების მიზანია ადამიანებმა ერთად შეაგროვონ სითბო და ფული იმ მოხუცების დასახმარებლად, რომელთაც არავინ ჰყავთ, ან ჰყავთ, მაგრამ თავს მარტოდ გრძნობენ.
ბათუმი მოლში თქვენ ერთი კვირის განმავლობაში ნახავთ წითელი ჯვრის კუთხეს და წაიკითხავთ ორგანიზაციის ბენეფიციარი მოხუცების ისტორიებს, მოკლე გზავნილებით - „შენ ხარ მომავალი, მე ვარ მიმავალი - მადლობა, რომ მომისმინე.“