ბათუმში, ვიტალი ასათიანისა და ნიაზ ჟორდანიას ხსოვნისადმი მიძღვნილ ჩოგბურთის ტურნირში, 9- დან 16 წლამდე 137 სპორტსმენი ასპარეზობდა.
საერთაშორისო ტურნირში ახალგაზრდები სომხეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან ჩამოვიდნენ. დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები. ტურნირი 2004 წლიდან იმართება.