იძულებით გადაადგილებულ პირთა უმრავლესობა ოპტიმალურ საარსებო წყაროდ სახელმწიფო შემწეობას მიიჩნევს. ასეთია იმ კვლევის შედეგები, რომლის პრეზენტაციაც დღეს ბათუმში მოეწყო. დევნილთა გამოკითხვა ერთი წლის განმავლობაში, პროექტის “დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე” ფარგლებში მიმდინარეობდა. იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა მკვლევარებმა აჭარაში სამეგრელოსა და იმერეთში შეისწავლეს. პროექტი დანიის დევნილთა საბჭომ და საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა “აფხაზეთი” ერთობლივად განახორციელეს. აღნიშნული ორგანიზაცების დაკვეთით კვლევა კომპანია “ეისითი”-მ მოამზადა.