ფესტივალი ქობულეთში ელექტრონული მუსიკის კონცერტით   დასრულდა 

14 ივლისი 2019, 12:00 1079 ნახვა

ზაფხულის ფესტივალი ქობულეთში, ღამის 3 საათზე ელექტრონული მუსიკის კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა. სტუმრების განწყობაზე ბენდებმა “გუფი ლენდი" და „მელომანიაკმა“ იზრუნეს, გაიმართა ცეცხლოვანი  და ფრანების შოუ. დღის მანძილზე ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიება  მოეწყო.

აჩვენეს აღდგენილი ქართული მულტფილმებიც „ქობფესტი“  წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა. ზაფხულის ფესტივალს 15 ივნისს ბათუმმაც უმასპინძლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში