მეზღვაურები დააჯილდოვეს

13 ივლისი 2019, 15:19 1017 ნახვა

ბათუმში მეზღვაურთა დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართა. ბათუმის ცენტრალური პარკიდან ნავსადგურისკენ მეზღვაურებმა და საზღვაო სასწავლებლების სტუდენტებმა  მსვლელობა მოაწყვეს. საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის    დააჯილდოვეს სფეროს წარმომადგენლები.

წელს უკვე მესამედ მამა ილია კარტოზიას სახელობის ჯილდო გაიცა, ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისათვის. მოხდა ავარიულად დაღვრილი ნავთობის ამოტუმბვის  დემონსტრირება.  ტრადიციისამებრ პატივი მიაგეს დაღუპულ მეზღვაურებს.

  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში