წვიმის გამო მეზღვაურთა დღის საზეიმო ღონისძიებები ხვალ გაიმართება

12 ივლისი 2019, 18:34 1621 ნახვა

 კარნავალი, პანტომიმა, ფლეშ-მობი, ქუჩის ორკესტრი და ანიმატორების შოუ. მეზღვაურთა დღის არაოფიციალური ნაწილი ბათუმის ბულვარში დღეს ტარდება. დამთვალიერებელს საზღვაო ინდუსტრიის საგამოფენო კუთხეების ნახვაც  შეუძლია. ბავშვებისთვის გასართობი კუთხეა მოწყობილი. „აწარმოე საქართველოს“ და „ინოვაციები“-ს ბენეციფიარებმა კი გამოფენა- გაყიდვა გამართეს.  დღის ბოლოს  ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართება.

  მეზღვაურთა საერთაშორისო დღისთვის  დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები დღეს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა  წვიმის გამო ხვალისთვის გადაიდო. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიება ნავსადგურის ტერიტორიაზე ხვალ 13 საათზე გაიმართება. დაგეგმილია საზღვაო სასწავლებლების სტუდენტების მსვლელობა, ღონისძიების ოფიციალური ნაწილი გაიმართება ნავსადგურის ტერიტორიაზე, რომლის შემდეგაც დაგეგმილია მეზღვაურთა სკვერის გახსნა.  მეზღვაურთა საერთაშორისო დღე 25 ივნისს აღინიშნება, თუმცა ღონისძიებები ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი