ბეშუმში საზაფხულო სეზონი გაიხსნა

11 ივლისი 2019, 18:00 4661 ნახვა

კურორტი ბეშუმი ოფიციალურად საზეიმო ვითარებაში  დღეს გაიხსნა. გახსნის ცერემონიაზე  შესრულდა ადგილობრივი ქორეოგრაფიული და  ვოკალური  ანსამბლების მიერ წარმოდგენილი ნომრები. მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

გამოიფინა მხატვარ სიმონ ართმელაძის ნამუშევრები. ღონისძიებას ტურისტები, მოიალაღეები, ადგილობრივი მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია რომ კურორტის არსებობის ისტორიაში ეს პირველი ოფიციალური გახსნა იყო და სამომავლოდ ტრადიციად იქცევა. ღონისძიების  ინიციატორი  მერიის  ტურიზმის განყოფილებაა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი