მრჩეველთა საბჭომ პირველი ფარული კენჭისყრით დირექტორი ვერ აირჩია

10 ივლისი 2019, 18:30 2347 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის მსურველი 12 კანდიდატიდან, პირველ მცდელობაზე ვერცერთი ვერ აირჩიეს. მრჩეველთა საბჭოს წევრების ხმები გაიყო და 3 კანდიდატს შორის გადანაწილდა. 

მერაბ წულუკიძის კანდიდატურას მხარი საბჭოს ორმა წევრმა დაუჭირა, ორი ხმა მიიღო თინა ცისკარაძემ, ერთი კი ბაჩო გურაბანიძემ. 

პროცედურის თანახმად, ასეთ შემთვევაში განმეორებითი კენჭისყრა ტარდება. მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი მონაწილეობს. 

კენჭისყრა ნახევარ საათში გაიმართება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსი მეორედ 3 ივნისს გამოცხადდა. კონკურსში 12 კანდიდატი: გიორგი კოხრეიძე, ბაჩუკი ჩხეიძე, გიორგი წულაია, მერაბ წულუკიძე, ციალა ქათამიძე, შოთა ზოიძე,  ირმა ზოიძე, შოთა გურაბანიძე, დავით ჩხარტიშვილი, ფირუზ ბოლქვაძე, თინა ცისკარაძე და დავით დიასამიძე მონაწილეობდნენ.

მაუწყებლის დირექტორის კონკურსი, რომელიც 31 მაისს გაიმართა ჩავარდა. მაშინ ხმები 4 კანდიდატს შორის გადანაწილდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოსტი ვაკანტური 2019 წლის 19 აპრილს გახდა. მრჩეველთა საბჭოს 4 წევრმა, მოქმედ დირექტორს ნათია კაპანაძეს იმპიჩმენტი გამოუცხადა. 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში