კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის კორპუსის მშნებლობის პრეზენტაციაზე ბანერი წაიქცა. ამ დროს სიტყვით, საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე გამოდიოდა.
ბანერი საკმაოდ დიდი ზომის იყო. მინისტრის მოადგილემ მოხსენებით გამოსვლა მაინც დაასრულა, პრეზენტაციის დროს ბანერს მოქალაქეები იჭერდნენ.
პრეზენტაციას საქართველოს პრეზიდენტი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ინციდენტის დროს ისინი მინისტრის მოადგილის დასახმარებლად წამოდგნენ.