„არა ოკუპაციას და არა კოლაბორაციონიზმს“ - აქცია ბათუმში, ვარდების სკვერში

09 ივლისი 2019, 21:35 1462 ნახვა

„არა ოკუპაციას და არა კოლაბორაციონიზმს“ - ამ სლოგანით დაიწყო ბათუმში, ვარდების სკვერში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის და მათი მხარდამჭერების აქცია.  აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: გახარია წადი, რუსეთი ოკუპანტია.. ერთ-ერთმა სიტყვით გამოსვლელმა  „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტის განცხადებაზეც ისაუბრა, თქვა რომ გაბუნია გმირია, პუტინი კი ოკუპანტი.

ბათუმის აქციის მონაწილეების ინფორმაციით, აქცია გრძელდება გურიაშიც, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან.  შეკვეთილში ორი მოქალაქე შიმშილობს, მათ კარვები აქვთ გაშლილი. აქციაში „ნაციონალური მოძრაობის,“ „ევროპული საქართველოს“ და გაერთიანებული ოპოზიციის სხვა წევრები მონაწილეობდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი