„ჩვენ ვსწავლობთ კონსტიტუციას“-პროექტის ფარგლებში უმაღლეს საბჭოში ფინალური ეტაპის გამარჯვებული გორელი მოსწავლეები იმყოფებოდნენ.
დეპუტატებმა მათ პრინციპები და სპეციფიკა გააცნეს, ისაუბრეს საკონსტიტუციო ცვლილებებზე, და საარჩევნო სისტემაზე. პროექტი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, მე-8 წელია ხორციელდება. გამარჯვებულები, პარლამენტში, უზენაეს სასამართლოში, აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საკონსტიტუციო სასამართლოში იმყოფებოდნენ.