დუმის წევრებს გაბუნიას გასამართლება და რუსეთში ექსტრადირება სურთ

08 ივლისი 2019, 19:08 3586 ნახვა

რუსეთის დუმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რუსთავი 2-ის ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რია ნოვოსტის ინფორმაციით, დუმის წევრებმა განაცხადეს, რომ „აუცილებელია დაეკისროს ჟურნალისტს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც მოიქცა შეუფერებლად და შეურაცხყო ქვეყნის პირველი პირი. მოხდეს მისი ექსტრადირება რუსეთში, იმისთვის რომ შესაბამისი სასჯელი დააკისროს რუსულმა სასამართლომ, რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად“ - განაცხადა დუმას პრესპიკერმა ვიჩესლავ ვალოდინმა.

მისი თქმით, დუმის წევრებმა ჟურნალისტის განცხადება მიიჩნიეს, როგორც ქვეყნის და ყველა რუსის შეურაცხყოფა. 

ასევე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა წინადადებას, შეიზღუდოს რუსეთში ღვინისა და წყლის მიწოდება საქართველოდან - წერია რია ნოვოსტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი