ეს არის უზრდელობა და უსაქციელობა, ასე ეხმაურება მომღერალი თეონა კონტრიძე გადაცემა პოსტსკრიპტუმში გიორგი გაბუნიას მიმართვას რუსეთის პრეზიდენტის მისამართით. „შეძრწუნებული ვარ, რადგან მოხდა დაუშვებელი ისტორია. მსგავსი საქციელისთვის პლანეტის ყველა კუთხეში ადამიანებს სჯიან კანონით'' - ამბობს მომღერალი.
მისივე თქმით გინება არ არის გამოხატვის თავისუფლება და ხარისხიანი მედია საზოგადოების წინაშე ამ ფორმით არ უნდა წარსდგეს.