დავით გარეჯის ტერიტორიაზე ექსპერტები საველე სამუშაოებს დაიწყებენ

06 ივლისი 2019, 21:15 1145 ნახვა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ვარაუდობს, რომ დავით გარეჯის ტერიტორიაზე ექსპერტული ჯგუფები საველე სამუშაოების საწარმოებლად 2-3 კვირაში გავლენ. მისი განცხადებით, მხარეებს შორის ტექნიკური დოკუმენტაციის გაცვლა მიმდინარეობს.

ამასთან, მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ შესათანხმებელია ის მონაკვეთებიც, სადაც ექსპერტებმა მუშაობა უნდა აწარმოონ.   საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, როგორც კი ექსპერტული მასალები იქნება მზად, დაუყოვნებლივ დაიგეგმება შეხვედრა მხარეებს შორის, მასალების განსახილველად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში