ბათუმელი სუმოისტების გამარჯვება ევროპის საერთაშორისო ტურნირზე

06 ივლისი 2019, 15:33 1148 ნახვა

ევროპის საერთაშორისო ტურნირზე, რამდენიმე წონით კატეგორიაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ''KOKKAI OPEN CUP 2019“ -ს ბათუმის სპორტის სასახლე,  მასპინძლობს.შეჯიბრებაში საქართველოდან ჯამში 60 სპორტსმენი ასპარეზობს, ბათუმიდან კი 7. გარდა ქართველებისა  ტურნირში, პოლონელი, უნგრელი, უკრაინელი, რუსი, აზერბაიჯანელი, იტალიელი და  ინდოელი სუმოისტები მონაწილეობენ. შეჯიბრება საქართველოს სუმოს ფედერაციის პრეზიდენტის სახელობისა.

ლევან ცაგურია ევროპიდან პირველი სუმოტორია, რომელმაც იაპონიაში 12 წელი იასპარეზა და სუმოს ელიტაში ღირსეული ადგილი დაიკავა. მას    KOKKAI - ს სახელით  იცნობენ, რაც ითარგმნება, როგორც შავი ზღვა.   როგორც ამბობენ შესაძლოა 2021 წელს დაგეგმილი  სუმოს ევროპის ჩემპიონატი საქართველოში გაიმართოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში