სამთო მომზადების ზაფხულის კურსი დასრულდა

06 ივლისი 2019, 12:22 1207 ნახვა

სამთო მომზადების ზაფხულის კურსი დასრულდა. ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სწავლებაში ამერიკელი, ბრიტანელი, ესტონელი, ლატვიელი, ლიეტუველი, ჩეხი, პოლონელი, უკრაინელი და სომეხი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. 

კურსის მონაწილეებმა პრაქტიკული მეცადინეობები საჩხერისა და ჭიათურის ტერიტორიაზე მდებარე სასწავლო უბნებზე  გაიარეს და სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით, კლდეზე ცოცვის, კლდიდან დაშვების, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის, ფიქსირებულ თოკზე ასვლის, მთიან რელიეფზე გადაადგილების, სამთო კვანძების გამოყენებისა და მდინარის გადალახვის ტექნიკას  დაეუფლნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში