საქართველოში მოსახლეობის 51% კანალიზაციის გარეშეა

02 ივლისი 2019, 16:39 1562 ნახვა

საქართველოს მოსახლეობის 51,4 პროცენტს კანალიზაცია არ აქვს - წყალმომარაგების საწარმოების კვლევის ანგარიშს  სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

კვლევაში ნათქვამია, რომ  2018  წელს  წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე მიერთებული მოსახლეობის რაოდენობა  წინა წელთან შედარებით 1.4 პროცენტით გაიზარდა და მილიონ 1 810 000    შეადგინა, ხოლო ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობა 0.6 პროცენტით  გაიზარდა და 1 340 000 მიაღწია.

ანგარიშში საუბარია, რომ 2018 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას  22 საწარმო ახორციელებდა, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 221.9 მილიონი მ3 შეადგინა, რაც 0.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებულია მოსახლეობის 65,8%, რაც 0.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში