გუშინ გვიან ღამით შეკვეთილში მოშიმშილე ერთი ახალგაზრდა შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას მაღალი არტერიული წნევა და თავის ტკივილი აღენიშნებოდა.
პაციენტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდა აქტივისტია. საავადმყოფოსთან ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.ოპოზიციის წევრების განცხადებით, მოშიმშილის მდგომარეობა დღეს სტაბილურია და იგი შეკვეთილში დაბრუნდა.