სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს ქობულეთშიც. ალამბარსა და ქაქუთში , გასაწმენდია გზის რამდენიმე მონაკვეთი ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა ასევე ხალაში, სადაც გადაადგილება უკვე თავისუფალია.
ქობულეთის მერის ინფორმაციით უკვე გაიწმინდა გზა ჩაქვისთავისა და დაგვა-ლაზისტანის მიმართულებით. მირიან ქათამაძის განცხადებით ძლიერი ნალექის შედეგად არცერთ ოჯახს საფრთხე არ ემუქრება.