ძლიერი წვიმის შედეგად დოლოგანში ორი ხიდი დაზიანდა

30 ივნისი 2019, 12:35 1330 ნახვა

ძლიერი წვიმის შედეგად, სოფელ დოლოგანში ადიდებულმა მდინარე ბზანამ ორი ხიდი დააზიანა. წაიღო საავტომობილო გზის ნაწილიც. პრობლემა 10 ოჯახს შეექმნა, დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები. მოსახლეობა  კალაპოტის გაწმენდას და ხიდების აღდგენას ითხოვს.

სტიქიის ადგილას გუშინ მერიის თანამშრომლები საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მერის წარმომადგენლის თქმით ხიდების აღდგენითი სამუშაოები ხვალ დაიწყება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში