უწყებათაშორისი შეხვედრა კონფლიქტების შედეგად დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე 

26 ივნისი 2019, 18:47 1423 ნახვა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, 40-ზე მეტი სამარხის გათხრა მიმდინარეობს, სადაც სავარაუდოდ მოძიებული იქნება იმ ადამიანების ნეშტები, რომლებიც დაკარგულთა სიაში არიან. ქეთევან ციხელაშვილის უწყებისა  და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით, განიხილეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობა, რომელიც 90-იან წლებსა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დაკარგული პირების მოძიებას, გამოვლენას და ოჯახებისათვის ნეშტების გადაცემას ისახავს მიზნად.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი  აფხაზურ მხარესთან ორმხრივი საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი ოსურ მხარესთან სამმხრივი კომისიის ფარგლებში, წითელი ჯვრის კომიტეტის მეშვეობით მუშაობს ამ საკითხებზე.  საუბარია სამუშაო ჯგუფის შექმნაზეც. სახელმწიფო მინისტრის აპარატი მოუწოდებს ყველას, ვისაც შეიძლება ინფორმაცია ჰქონდეს საფლავის ადგილმდებარეობის ან დაკარგული პირების შესახებ დაუკავშირდნენ მათ უწყებას.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი