გიორგი გახარიას გადაყენების მოთხოვნით აქციების გაგრძელებას ახალგაზრდები ისევ აანონსებენ. ისინი პარლამენტის წინ ისევ 19 საათზე შეიკრიბებიან. დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნაა 20 ივნისის ღამეს დაკავებულები გათავისუფლდნენ.
პარლამენტის შენობასთან აქცია გვიან ღამით დასრულდა. აქციაზე შსს მინისტრის, ბიუსტი დადგეს. ბიუსტს თვალი აქვს ახვეული, 20 ივნისს აქციის დაშლის დროს თვალდაკარგული მოქალაქეების მსგავსად, ასევე აქვს ღილაკი აქვს და მასზე ხელის დაჭერის შემთხვევაში, გიორგი გახარიას ხმით ბოდიშს იხდის.