აჭარის რეგიონში თავდაცვის ძალებში მოსამსახურე ჯარისკაცების შვილებისთვის კულტურული ღონისძიება გაიმართა. საზაფხულო თეატრში მოზარდებს ბასტი-ბუბუ ართობდა.
ღონისძიებები თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ჯარისკაცების შვილებისთვის ღონისძიებები ეროვნული გვარდიის ბაზაზეც ჩატარდება.